ბათუმიდან ხელვაჩაურის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლებმა მგზავრობის საფასურის გაზრდის მოთხოვნით აქცია გამართეს
ბათუმიდან ხელვაჩაურის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლებმა მგზავრობის საფასურის გაზრდის მოთხოვნით აქცია გამართეს

ხელვაჩაურში სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლებმა, რომლებიც ბათუმიდან ხელვაჩაურის მიმართულებით მოძრაობენ, აქცია გამართეს და მგზავრობის ტარიფის 70 თეთრამდე გაზრდა მოითხოვეს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პანდემიის პირობებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობასთან დაკავშირებით შემოღებული რეგულაციების გამო მათი შემოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდა, ხარჯი კი გაიზარდა.

მათი თქმით, დამატებითი თანხები მიკროავტობუსებში ღია ფანჯრების მოწყობასაც დასჭირდა.

ადგილზე ბათუმის მერიის ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. აქციის მონაწილეებმა მათ ვადა ხუთშაბათამდე მისცეს და თუ გადაწყვეტილება მათ სასარგებლოდ არ იქნა მიღებული, აქციას განაახლებენ.

ხელვაჩაურის მიმართულებით ამ დროისთვის მხოლოდ ავტობუსები გადაადგილდება.

დატოვე კომენტარი