ბათუმი ვაჟ მოჭადრაკეთა შორის ევროპის მე-19 ჩემპიონატს მასპინძლობს
ბათუმი ვაჟ მოჭადრაკეთა შორის ევროპის მე-19 ჩემპიონატს მასპინძლობს

ბათუმი ვაჟ მოჭადრაკეთა შორის ევროპის რიგით მე-19 ჩემპიონატს მასპინძლობს. ტურნირში მსოფლიოს წამყვანი მოჭადრაკეები ითამაშებენ. ქართველი ქომაგი განსაკუთრებული ინტერესით საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერის, ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორის ბაადურ ჯობავას თამაშს ელის.

ქართველი მოჭადრაკეებიდან დღემდე კონტინენტის ჩემპიონის ტიტულს მხოლოდ ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი ფლობს, რომელმაც ოქროს მედალი 2003 წელის მოიგო.

კონტინენტის პირველობაზე 34 ქვეყნის 311 მოჭადრაკე იასპარეზებს, საქართველოს სახელით მსოფლიო თასის საგზურისთვის კი 32 მოჭადრაკე იბრძოლებს.

ევროპის ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 100 ათასი ევროა. ბათუმი უკვე მეორედაა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი, პირველად მსგავსი რანგის შეჯიბრი ბათუმში 2002 წელს ჩატარდა.