ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალს მასპინძლობს [ფოტო]
ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალს მასპინძლობს [ფოტო]

ბათუმი უკვე მეხუთედ სოფლის ტურიზმის ფესტივალ „განდაგანას“ მასპინძლობს. ტრადიციულად იგი წელსაც ევროპის მოედანზე იმართება.

ფესტივალში აჭარის მუნიციპალიტეტებთან ერთად, საქართველოს სხვა რეგიონების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

ევროპის მოედანზე სოფლის კუთხეები მოეწყო. გამოიფინა ეთნოგრაფიული ნივთები, მოეწყო ბაზრობა, რომელზეც ადგილობრივი ნატურალური წარმოების პროდუქტი იყიდება.

ფესტივალის სტუმრებისთვის გათვალისწინებულია კულინარიული მასტერკლასები. მათ შეუძლიათ ასევე მონაწილეობა მიიღონ არყის გამოხდის და ყურძნის დაწურვის პროცესში.

ფესტივალი სხვადასხვა სანახაობასა და კონცერტებსაც ითვალისწინებს.