ბათუმი შტორმის შემდეგ – სანაპირო ზოლს დილიდან ასუფთავებენ

10:26, 20.01.2018

ბათუმში შტორმის შედეგად დანაგვიანებულ ბულვარს ასუფთავებენ. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ბათუმში გამოიდარა და ღელვის სიმძლავრემ მნიშვნელოვნად დაიკლო.

ბულვარში ახალი სანაპირო ზოლის გაწმენდა დილის 06:00 საათიდან დაიწყო. შტორმმა დიდი ოდენობით ქვიშა, საყოფაცხოვრებო ნარჩენები და სხვა სახის ნაგავი გამორიყა.

გაწმენდით სამუშაოებს ბათუმის სანიტარული დასუფთავებისა და ბულვარის სამსახურები ატარებენ. ზღვიდან გამორიყული მასისგან სანაპიროს მთლიანად გაწმენდას ორი-სამი დღე დასჭირდება.

ბათუმის სანაპიროზე წუხელ ძლიერი შტორმი იყო. წყალმა ნაგავი და ქვა-ღორღი გამორიყა.

მსგავსი