ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ავტობუსი მთლიანად დაიწვა. შემთხვევის დროს ავტობუსში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელმაც გადმოსვლა მოასწრო.

ხანძრის გამო, ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები, ასევე სახანძრო და სამაშველო ბრიდაგები არიან მობილიზებული. ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.