ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ მაგისტრალზე ავარიის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა
ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ მაგისტრალზე ავარიის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა

ცხრა ადამიანი დაშავდა ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. გვირაბთან ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ.

დაშავებულები ბათუმისა და ქობულეთის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. დაშავებულთაგან ერთ-ერთის, ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას დაზიანება თავის არეში აქვს მიღებული.

როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.