ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

12:30, 14.05.2019

ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ჩაქვის დასახლებაში მიკროავტობუსი მდინარეში გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტომანქანაში მხოლოდ მძღოლი იჯდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ ავტომობილის მძღოლი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა.

მსგავსი