ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბანერები წარწერით „გახარია წადი“ გამოფინა
ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბანერები წარწერით „გახარია წადი“ გამოფინა

ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზის ტერიტორიაზე „ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრებმა ბანერები გამოფინეს წარწერით – „გახარია წადი“.

ოპოზიციური პარტიის წევრები ამბობენ, რომ გზის მიმდებარედ დიდი რაოდენობით ბანერებს გამოფენენ და შს მინისტრს თანამდებობიდან წასვლისკენ მოუწოდებენ.

„მაგისტრალის მთელს პერიმეტრზე გაჩნდება ბანერები – „გახარია წადი“. ეს არის პროტესტი და იგი არ შეწყდება, სანამ გახარია არ წავა”, – ამბობს აქციის ორგანიზატორი რეზო ხარაზი.