ბათუმი-ჩაქვის საავტომობილო გზაზე სატვირთო ამოყირავდა

00:00, 30.10.2018

ბათუმი-ჩაქვის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სატვირთო ავტომობილი ამოყირავდა.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თვითმხილველები ამბობენ, რომ სატვირთო ავტომობილს ქვის ლოდები გადაჰქონდა.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ჩაქვი-ბათუმის მიმართულებით სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.

მსგავსი