ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მეწყრული პროცესების  გააქტიურების გამო,  ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 92-ე კმ. მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია სოფელ კორტოხსა და სოფბეღლეთზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.