ბათუმი-ახალციხის გზის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბათუმი-ახალციხის გზის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ბათუმი(ანგისა)-ახალციხის მონაკვეთზე 8-9 სექტემბერს მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

უწყების ცნობით, გზის 143-ე კილომეტრზე წინა დღეებში მოსული ნალექის გამო, გზაზე არსებული წყალგამტარი მილი ამოივსო და ვერ ატარებს წყალს. აღნიშნული მილის გაწმენდის ღონისძიებების გამო, ამ მონაკვეთზე 2021 წლის 8 სექტემბრის 18:00 საათიდან 9 სექტემბრის 08:00 საათამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება ადიგენი-უდე-არალის საავტომობილო გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონული ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.