ბათუმი-ახალციხის გზაზე მსუბუქი ავტომანქანა სატვირთოს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა

16:02, 20.05.2021

ბათუმი-ახალციხის ცენტალური გზის ქედის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომანქანა სატვირთოს შეეჯახა. ავარიისას დაზიანდა მესამე ავტომანქანაც.

შემთხვევის შედეგად, მსუბუქი ავტომანქანის ორი მგზავრი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი