ბათუმი-ახალციხის გზაზე დღეს ერთი საათით მოძრაობა შეიზღუდება
ბათუმი-ახალციხის გზაზე დღეს ერთი საათით მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის გზაზე დღეს ერთი საათით მოძრაობა შეიზღუდება.

„საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, შპს „ზიმო-7“ გეგმავს ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ57-კმ68 მონაკვეთზე, კლდის ფერდის ჩამოწმენდას (აფეთქებას მცირე მუხტებით). სამუშაოთა წარმოების პროცესში, უსაფრთხოების
უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე, 2021 წლის 21 აგვისტოს 16:00 საათიდან 17:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ მონაკვეთზე შეიზღუდება.

საავტომობილო გზის ჩაკეტვის ადგილებზე ორგანიზაციის მიერ, შესაბამისი საშუალებებით დაიფარება ინდივიდუალური დაპროექტების საგზაო ნიშნები და განთავსდება დროებითი მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებები.

ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოთა წარმოების და ჩაკეტვის ადგილებზე, გამოყოფილი იქნებიან საჭირო რაოდენობის სპეც. ფორმით და ალმით სათანადოდ აღჭურვილი თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას“, – აცხადებენ უწყებაში.

გზების დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.