ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის ქედის მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა
ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის ქედის მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალის ქედის მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც საავტომობილო მიმოსვლა რამდენიმე საათით შეწყდა.

ქედის მერიის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია საქართველოს საავტომობილო გზების ტექნიკა და ამ დროისთვის ცალმხრივად მოძრაობა აღდგენილია.

რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო პროცესს, საჯარო სკოლებსა და ბაღებში სწავლა ორშაბათიდან განახლდება.

მუნიციპალიტეტში ამ დრომდე გადაუღებლად თოვს. თოვლის საფარმა მაღალ ზონებში 1.70 სმ-ს გადააჭარბა.

აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს მუნიციპალიტეტში 15 ერთეული ტქნიკა იმუშავებს და გაიწმინდება გზები სოფლების მიმართულებით.

ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება მერისის, ოქტომბრის, მახუნცეთისა და დოლოგნის ადმინისტრაციულ ერთეულებს, ნაწილობრივ შიდა დაზიანებებია რიგ სოფლებშიც. მობილიზებულია შესაბამისი ჯგუფები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.