ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე მეწყერი ჩამოწვა

16:07, 04.02.2020

ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მეწყერი ჩამოწვა. შემთხვევა სოფელ მახუნცეთთან მოხდა.

შემთხვევის გამო, საავტომობილო მოძრაობა შეფერხდა.

ქედის მერიის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის ჯგუფი. საგზაო დეპარტამენტის ტექნიკის მეშვეობით ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები ტარდება.

ამ დროისთვის, საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია.

მსგავსი