ბათუმელმა გულშემატკივრებმა მოედანი სათამაშოებით გაავსეს #1TVSPORT
ბათუმელმა გულშემატკივრებმა მოედანი სათამაშოებით გაავსეს #1TVSPORT

ეროვნული ლიგის შეხვედრა ბათუმის „დინამოსა“ და წყალტუბოს „სამგურალს“ შორის მეორე ტაიმში ორიოდე წუთით შეწყდა. მიზეზი არც კონფლიქტი იყო და არც სხვა უსიამოვნება – ბათუმელმა გულშემატკივრებმა მოედანზე რბილი სათამაშოები გადაყარეს.

ეს ევროპაში მიღებული ფორმაა, რომლითაც სოციალურად დაუცველი ბავშების მიმართ თანადგომას გამოხატავენ ან საქველმოქმედო აქციას მხარდაჭერას უცხადებენ.

მაგალითად, იყო შემთხვევა ესპანეთში, „ბეტისის“ ქომაგებმა მოედანზე სათამაშოების გადაყარით საქველმოქმედო აქციაში მიიღეს მონაწილეობა იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც მათი შეძენა არ შეეძლოთ.

ბელგიური კლუბის „შარლერუას“ ფანებმა სტადიონი რბილი სათამაშოებით იმ მიზნით გაავსეს, რათა ისინი საშობაოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის გადაეცათ.

ბათუმის „დინამოს“ ფან-კლუბის, „შავი ზღვის პირატების“ ცნობით, ეს საქველმოქმედო ხასიათის აქცია ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართეს.

დატოვე კომენტარი