ბათუმელებმა მოიგეს ორი „დინამოს“ შეხვედრა, რომელსაც 6 000-ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო #1TVSPORT
6 ათასი მაყურებელი ადევნებდა თვალს ბათუმის ახალ სტადიონზე საქართველოს ეროვნული ლიგის მე-12 ტურის და მეორე წრის ცენტრალური შეხვედრას, სადაც ქვეყნის ვიცე-ჩემპიონმა, ბათუმის „დინამომ“ მოქმედ ჩემპიონს „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
ასე დაბრუნდა ბათუმში ფეხბურთი, გულშემატკივარი კი ამ ქალაქის სტადიონზე – 15-წლიანი პაუზის შემდეგ. ფანები საყვარელ გუნდს ქუჩაში სტადიონის შესასვლელთან დახვდნენ, თამაში დროსაც არ მოაკლეს თანადგომა, რადან ბათუმის „დინამოს“ მოგება გალიდერებისთვის სჭირდებოდა.
ეს მატჩი თბილისის „დინამოსთვის“ გამორჩეული იყო, რადგან ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში საიუბილეო მე-1000 მატჩს გამართა, რაც საქართველოს რეკორდია. გამოსარჩევი ამბავი იყო „დინამო თბილისში“ ჯანო ანანძის დაბრუნება, რომელმაც წელიწადზე მეტხნიანი პაუზის შემდეგ პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა, საქართველოს ჩემპიონატში კი პირველად ითამაშა.
მინდორი მართლაც იდეალური იყო, გულშემატკივრებმა კი იდეალური გარემო შექმნეს და ისე ჩანდა, ევროპული ფეხბურთი ბათუმში დაპორტირდა. თამაშიც საინტერესო და დაძაბული გამოდგა.
ბათუმელები უპირატესპობას ფლობდნენ და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ მხოლოდ ერთით ისარგებლეს. 42-ე წუთზე, გიორგი ფანცულაიამ ბურთისთვის ბოლომდე იბრძოლა და შეტევა ჯაბა ჯიღაურს გაუგრძელა, რომელმაც საჯარიმოს ხაზის სიახლოვიდან ზუსტად დაარტყა და ბათუმელი გულშემატკივრები გაახარა – 1:0.
სწორედ ჯიღაური გახდა ამ მატჩის გმირი, რადგან საბოლოოდ, შეხვედრა ასეც დასრულდა. 12 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამო“ 25 ქულა დააგროვა, რამდენიც „დინამო თბილისმა“ (25 ქულა), მაგრამ ორივე შეხვედრა მოუგო და პირველ ადგილზე დაწინაურდა, რაც ბათუმელებმა საკუთარ გულშემატკივრებთან ერთად ემოციურად აღნიშნეს.
„დინამო“ ბთ – „დინამო“ თბ 1:0
გოლები: 1:0 ჯიღაური (42. ფანცულაიას პასით),
08.05. 2021. ბათუმი. „ბათუმი არენა“. 6 000 მაყურებელი
„დინამო“ ბთ: ლ. კუპატაძე – ჩაბრაძე, მ. კობახიძე, აზაცკი, ნავალოვსკი (66. მანჯგალაძე) – მამუჩაშვილი, ტეიდი, ალთუნაშვილი (76. ზარია) – ჯიღაური, ფანცულაია (66. შინდაგორიძე), გროზურეკი (58. აზაროვი )
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
„დინამო“ თბ: კვასხვაძე – ხვადაგიანი, პაპავა, მონხილი – სპორკსლედე, მექვაბიშვილი (71. კუცია), რადინი, ქარდავა (63. ანანიძე), კობოური – გაბედავა (59. თ. ახვლედიანი), მარუშიჩი (63. კეიტა)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე
მთავარი არბიტრი: ი. კვირიკაშვილი
გაფრთხილებები: ალთუნაშვილი (71), კუცია (81), რადინი (85), ჯიღაური (88), კეიტა (89), ტეიდი (90+5)