კადრები ბათუმიდან, სადაც ფეხბურთი დაბრუნდა - რა ხდება ახალ სტადიონზე ორი „დინამოს“ მატჩის დაწყებამდე #1TVSPORT
კადრები ბათუმიდან, სადაც ფეხბურთი დაბრუნდა - რა ხდება ახალ სტადიონზე ორი „დინამოს“ მატჩის დაწყებამდე #1TVSPORT

ეს კადრები ბათუმშია გადაღებული, სადაც 20:15 საათზე საქართველოს ეროვნული ლიგის მე-12 ტურის და მეორე წრის ცენტრალური შეხვედრა გაიმართება – ქვეყნის ვიცეჩემპიონი ბათუმის „დინამო“ მოქმედ ჩემპიონს „დინამო თბილისს“ უმასპინძლებს. 

მატჩის წინა დღეს გახდა ცნობილი, რომ უკვე გაყიდულია ყველა ბილეთი – არსებული რეგულაციებით, მატჩზე დასწრება სტადიონის ტევადობის 1/3-ის რაოდენობაზე, ანუ უფლება 6 ათას გულშემატკივარს დართეს.

ბათუმელი გულშემატკივრები ქუჩაში გამოვიდნენ და სტადიონის შესასვლელთან დახვდნენ საკუთარ გუნდს, რომელიც გასული წლის ოქტომბრის შემდეგ საკუთარ არენაზე ბრუნდება, მაგრამ მაშინ არსებული ეპიდმდგომარეობის გამო სტადიონის გახსნაზე გულშემატკივრები არ შეუშვეს და ისინი ბათუმში სტადიონზე 15-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდებიან. მსგავსი აჟიოტაჟი საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩს დიდი ხანია არ გამოუწვევია.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის ახალი სტადიონი 2020 წლის ოქტომბერში გაიხსნა, სადაც ბათუმის „დინამომ“ უკვე ითამაშა, მაგრამ საფარს მთელ პარამეტრზე მზის სხივი ვერ წვდებოდა და შესაცვლელი გამოდგა. მის ნაცვლად კი ანალოგიურ ვითარებაში აპრობირებული ჰიბრიდული საფარი ამიტომაც დააგეს.

შეგახსენებთ, რომ ეს მატჩი თბილისის „დინამოსთვის“ საიუბილეო იქნება – გუნდი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მე-1000 მატჩს გამართავს, რაც საქართველოს რეკორდია.

მიმდინარე სეზონში ორი „დინამო“ მიმდინარე ჩემპიონატის მესამე ტურში, 9 მარტს თბილისში დაუპირისპირდა და ბათუმელებმა გია მანჯგალაძის გოლით 1:0 მოიგეს. ბათუმის „დინამოს“ და „დინამო თბილისის“ დღევანდელი შეხვედრა 20:15 საათზე დაიწყება.