ბათუმელებმა და ბოლნისელებმა ამხანაგურები მოიგეს
ბათუმელებმა და ბოლნისელებმა ამხანაგურები მოიგეს

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში შესვენებაა. ახლა გუნდები მეორე ნახევრისთვის ემზადებიან და ამხანაგურ მატჩებს ატარებენ.

ლიგა 2-ის ლიდერმა ბათუმის „დინამომ“ ანგისას ბაზაზე ეროვნულ ლიგის ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. გოლები ჯოვინო ფლამარიონმა (64 წუთი) და ლევან შარიქაძემ (83 წუთი) გაიტანეს.

ბოლნისის „სიონმა“ მეორე ეტაპისთვის მზადების ეტაპზე პირველი ამხანაგური შეხვედრა ლიგა 2-ის „ნორჩ დინამოსთან“ გამართა და 2:1 გაიმარჯვა. ანგარიში სტუმრებმა დავით ბოლქვაძის გოლით გახსნეს. შემდეგ „ნორჩი დინამოს“ კარი ჯერ ჯაბა უგულავამ აიღო, შემდეგ კი ბოლნისელებს გამარჯვება ვილი ისიანმა მოუტანა 2:1.