ბათუ ქუთელია - დღეს სახელმწიფო ხელს უწყობს და ნოყიერ ნიადაგს ამზადებს, რათა რუსულმა პროპაგანდამ მოიკიდოს ფეხი
ბათუ ქუთელია - დღეს სახელმწიფო ხელს უწყობს და ნოყიერ ნიადაგს ამზადებს, რათა რუსულმა პროპაგანდამ მოიკიდოს ფეხი

დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც სახელმწიფოს მართავს იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც პუტინი, ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისის სახელმწიფო ვართ, როდესაც სახელმწიფო ოპერირებს ტროლების ქარხნით, – ამის შესახებ ექსპერტმა, ბათუ ქუთელიამ განაცხადა.

როგორც ბათუ ქუთელიამ აღნიშნა, წარმოუდგენელია რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა რუსული მეთოდებით.

„რუსული პროპაგანდა არის ნაწილი რუსული ჰიბრიდული ომის, რომლის მთავარი ამოცანაა წაშალოს ზღვარი ომსა და მშვიდობას შორის, მოხდეს ყველაფრის იარაღიზაცია, მათ შორის იმ მთავარი დემოკრატიული პრინციპის, რასაც სიტყვის თავისუფლება ჰქვია. სწორედ ამიტომ, დღეს მთელ დემოკრატიულ სამყაროში მიდის მსჯელობა, როგორ გავუმკლავდეთ რუსულ პროპაგანდას ისე, რომ პარალელურად დაცული იყოს მთავარი ფასეულობა – სიტყვის თავისუფლება. აქედან გამომდინარე, საქართველო არ არის გამონაკლისი. ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, რომელზეც დღეს მსჯელობა მიდის არის, როგორ შეიზღუდოს დაფინანსება ასეთი ტიპის მედიასაშუალებების. ასე, რომ ჩვენი პარტნიორების დახმარებით, საქართველომ უნდა შეძლოს ამ გლობალურ ტენდენციაში გამოსავლის პოვნა. რეალურად დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც სახელმწიფოს მართავს იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც პუტინი. ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისის სახელმწიფო ვართ, როდესაც სახელმწიფო ოპერირებს ტროლების ქარხნით. ასე, რომ წარმოუდგენელია რუსულ პროპაგანდას ვებრძოლოთ რუსული მეთოდებით“, – განაცხადა ქუთელიამ.

მისივე თქმით, დღეს სახელმწიფო უწყობს ხელს და ნოყიერ ნიადაგს ამზადებს, რათა რუსულმა პროპაგანდამ მოიკიდოს ფეხი და მიაღწიოს თავის მიზანს.