ბათუ კევლიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს ქართული რაგბის აღორძინებისთვის
ბათუ კევლიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს ქართული რაგბის აღორძინებისთვის

დღეს მორაგბეებისთვის საოცარი დღეა, უზომოდ სასიხარულო, უზომოდ ბედნიერი. ქართულ რაგბს შეემატა კიდევ ერთი მშვენიერი რაგბის სტადიონი და ეს აუცილებლად ხელს შეუწყობს ქართული რაგბის განვითარებას, აღმავლობას, – ამის შესახებ ვეტერანმა მორაგბემ ბათუ კევლიშვილმა განაცხადა.

მორაგბემ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის ყველაფერს აკეთებს, ქართული რაგბის აღორძინებისთვის.

„არ შემიძლია დიდი მადლობა არ გადავუხადო ქართუ „ჯგუფს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა აღორძინდეს ქართული რაგბი“,- განაცხადა ვეტერანმა მორაგბემ.

დღეს ფონდმა „ქართუმ“ საქართველოს რაგბის კავშირს სამი ახალი, ულტრათანამედროვე სარაგბო კომპლექსი გადასცა.

ფონდმა „ქართუმ“ საქართველოს რაგბის კავშირს სამი ახალი სარაგბო კომპლექსი დღეს გადასცა. ახალი სარაგბო კომპლექსების ინვესტიციის ჯამური მოცულობა 18 800 000 ლარზე მეტია.