კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თავისუფალი პრესის მიწაზე,- ამ წარწერებით ხვდებიან ფინეთში ტრამპსა და პუტინს

14:02, 16.07.2018

„ბატონო პრეზიდენტო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თავისუფალი პრესის მიწაზე”,- ამ წარწერებით ხვდებიან ფინეთში ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებს.
იდეის ავტორები ამბობენ , რომ ამ სლოგანით ორი ქვეყნის პრეზიდენტის მედიისადმი დამოკიდებულებას აპროტესტებენ.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფინეთში, გუშინ საღამოს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ჩავიდა. ორმხრივი მოლაპარაკებები დღეს, თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება და რამდენიმე საათი გაგრძელდება.

მსგავსი