ბატონის ციხის ტერიტორიაზე, ახლად გახსნილ მუზეუმში წყლის გაჟონვის შედეგად რამდენიმე ნახატი დაზიანდა
ბატონის ციხის ტერიტორიაზე, ახლად გახსნილ მუზეუმში წყლის გაჟონვის შედეგად რამდენიმე ნახატი დაზიანდა

ბატონის ციხის ტერიტორიაზე, ახლად გახსნილ ისტორიულ მუზეუმში საკანალიზაციო მილი დაზიანდა. კედლიდან ჩამოსულმა წყალმა ხელოვნების საცავში არსებული რამდენიმე ნახატი დააზიანა.

„დასავლეთის ფასადის ტერიტორიაზე მიწისქვეშ არსებულმა საკანალიზაციო მილმა, როგორც ჩანს, მიწის დაწევის შედეგად დეფორმაცია მიიღო და დაზიანდა. წყალი საცავში ჩამოვიდა და ხუთი ნახატი დააზიანა. საბედნიეროდ, არც ერთი ნახატი კოლექციაში დაცული შედევრი არ არის, ისინი უკვე გავაშრეთ“, – განუცხადა პირველ არხს ისტორიული მუზეუმის დირექტორმა გურამ ურჩუხიშვილმა.

მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით აცნობეს მუზეუმის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელ კომპანიას „ჯავა“, რომელმაც საკანალიზაციო მილი უკვე შეაკეთა.

დატოვე კომენტარი