ბატონის ციხის მუზეუმის მშენებლობა სრულდება
ბატონის ციხის მუზეუმის მშენებლობა სრულდება

თელავში,  ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლის ბატონის ციხის რეაბილიტაციის მეორე ფაზა სრულდება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების მუზეუმი შენდება,  შეიქმნება საგამოფენო სივრცე და საკონფერენციო დარბაზები.

ვიზიტორები და ტურისტები განახლებული ბატონის ციხის დათავლიერებას უახლოეს მომავალში შეძლებენ.

დასკვნითი ეტაპის სამუშაოებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, კახეთის გუბერნატორთან და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, მოხდება როგორც მუზეუმის ტერიტორიის, ასევე ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორიისკეთილმოწყობა. გარდაამისა,  მოეწყობა ღიაკაფე და ამფითეატრი.

მუზეუმის შენობა და ტერიტორია სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

სამუშაოები მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისმა საერთო ღირებულებამ 6 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

ბატონის სასახლის რეაბილიტაციის პირველი ფაზა, მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2016 წლის ოქტომბერში დაასრულა.