არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა გაბრიელ ბასტისტუტამ ჟურნალისტებს გაუმხილა დიეგო მარადონას წინადადების შესახებ, გამხდარიყო მისი ასისტენტი ლა პლატას „ხიმნასიაში“.
„მინდა, მადლობა გადავუხადო მარადონას ამ შემოთავაზებისთვის, რომელსაც დიდი ხანი ველოდი“, – მოჰყავს ბატისტუტას სიტყვები იტალიურ გაზეთ „კორიერე დელო სპორტს“ (Corriere dello Sport). – „სამწუხაროდ, მე დაგეგმილი მაქვს ბაზელში კოჭზე ოპერაცია და დღეისთვის საერთოდ არ შემიძლია სიარული. ამ სიტუაციაში, სრულიად გამოუსადეგარი ვარ. დიეგოს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ“.
მარადონას უკვე ჰქონდა დებიუტი „ხიმნასიას“ მთავარი მწვრთნელის რანგში და წააგო 1:2. გუნდი ექვსი ტურის შემდეგ ბოლო ადგილზეა არგენტინის სუპერლიგის ცხრილში.