არგენტინის ნაკრების ლეგენდარულ ფორვარდს გაბრიელ ბატისტუტას ოპერაცია ესაჭიროება. 50 წლის ფეხბურთელს პროთეზს ჩაუყენებენ მარცხენა კოჭის არეში, – წერს არგენტინული გაზეთი „კლარინი“ (Clarin).
„როგორც იქნა, პროთეზი მექნება. წლების განმავლობაში ვფიქრობდი ამაზე. ყველაფერი 17 სექტემბერს მოხდება და დღეებს ვითვლი ამ თარიღამდე“, – აღიარა არგენტინელმა.
გაბრიელ ბატისტუტა 77 მატჩში 54 გოლით საუკეთესო ბომბარდირი იყო არგენტინის ნაკრების ისტორიაში, თუმცა, მოგვიანებით, მას ლიონელ მესიმ გაუსწრო. ეროვნული გუნდის რიგებში მან ორჯერ – 1991 და 1993 წლებში მოიგო კოპა ამერიკა.