კატარი 2022 | ლიონელ მესიმ სამი რეკორდი განაახლა - გაუსწრო პელესა და მარადონას და გაუთანაბრდა ბატისტუტას #1TVSPORT
კატარი 2022 | ლიონელ მესიმ სამი რეკორდი განაახლა - გაუსწრო პელესა და მარადონას და გაუთანაბრდა ბატისტუტას #1TVSPORT

მეოთხედფინალში ნიდერლანდების წინააღმდეგ ლიონელ მესიმ გოლი და საგოლე პასი მიითვალა, რითიც არგენტინის ნაკრების კაპიტანმა რამდენიმე რეკორდი განაახლა:

* მოლინაზე შედეგიანი გადაცემა მეხუთე იყო მესისთვის მსოფლიო ჩემპიონატების პლეი ოფში – ეს საუკეთესო შედეგია ისტორიაში. მან გაუსწრო პელეს, რომელსაც ოთხი პასი ჰქონდა;

* იგივე შედეგიანი გადაცემა 68-ე გამამწვავებელი პასი (გადაცემა, რომელსაც დარტყმა მოჰყვება) იყო ლეოსთვის. მესიმ ლეგენდარულ თანამემამულეს, დიეგო მარადონას გაუსწრო, რომელსაც 67 ასეთი გადაცემა ჰქონდა შესრულებული;

* მესიმ მე-10 გოლი გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატებზე. ეს არგენტინის ნაკრების რეკორდის გამეორებაა, რომელსაც აქამდე ერთპიროვნულად ფლობდა გაბრიელ ბატისტუტა.

გარდა ამისა, ნახევარფინალში გასვლით, ლიონელ მესი ლოთარ მათეუსის რეკორდს დაამხობს მსოფლიო ჩემპიონატზე ჩატარებული მატჩების ოდენობით. მესისთვის ნახევარფინალი 25-ე მატჩი (ამდენივე აქვს მათეუსს) იქნება და არგენტინას ნებისმიერ შემთხვევაში ელოდება მეშვიდე თამაში ტურნირზე – ფინალი ან მესამე ადგილისთვის მატჩი.

და კიდევ, თუ მესი ორ გოლს გაიტანს, მსოფლიო ჩემპიონატების ყველა დროის სიაში პელეს გაუთანაბრდება.