გაბრიელ ბატისტუტამ შესაძლოა „მიდლსბრო“ ჩაიბაროს
გაბრიელ ბატისტუტამ შესაძლოა „მიდლსბრო“ ჩაიბაროს

ინგლისის ჩემპიონშიფში მოთამაშე „მიდლსბრო“ ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია.

როგორც ინგლისურმა პრესამ შეიტყო, კლუბის ხელმძღვანელობა განიხილავს არგენტინის ნაკრების ლეგენდარულ ფორვარდ გაბრიელ ბატისტუტას კანდიდატურას.

ყოფილმა თავდამსხმელმა რვა თვის წინ აიღო სამწვრთნელო ლიცენზია, მაგრამ ჯერჯერობით არსად უმუშავია მწვრთნელად.

„მიდლსბრომ“ 2018-2019 წლების სეზონზე მეშვიდე ადგილი დაიკავა ჩემპიონშიფის ცხრილში და ერთი ქულა დააკლდა პრემიერლიგაში გადასასვლელ პლეიოფში მოსახვედრად. სწორედ ამის შემდეგ დაატოვებინეს მთავარი მწვრთნელის პოსტი ტონი პულისს.