ბატისტუტა მესის შესახებ - მისი მიზანია გახდეს მსოფლიოში საუკეთესო... სამუდამოდ # 1TVSPORT
ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა გაბრიელ ბატისტუტამ „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდის ლიონელ მესის თამაშზე ილაპარაკა.
– როცა მესიმ ნაკრებში გატანილი გოლების ისტორიული რეკორდი მოხსნა, თქვენ თქვით, რომ ეს რეკორდი მარსიდან ჩამოსულმა წაგართვათ. თქვენ ეროვნულ გუნდში 56 გოლი გქონდათ, ახლა კი მას 86 გოლი აქვს.
– ის კიდევ უფრო მეტის გატანას აპირებს! მე არ მითამაშია 40 წლამდე, რადგან ტრავმებმა არ მომცეს ამის საშუალება, მაგრამ მე მესმის მისი მენტალიტეტი. როგორც ჩანს, მას შეუძლია 40 წლამდე თამაში და რატომ უნდა გაჩერდეს? ჩვენ ყველანი იმისთვის ვთამაშობთ, რომ მიზანი გაგვაჩნია. მისი მიზანი კი ის არის, რომ მსოფლიოში საუკეთესო გახდეს… სამუდამოდ. ეს ამოძრავებს მას.
და მიმაჩნია, რომ ის იქამდე ითამაშებს, სანამ წიხლით არ გააგდებენ. ვერ ვხედავ მისი წასვლის წინაპირობას. რა თქმა უნდა, დადგება მომენტი, რომ ორგანიზმი გასაქანს არ მოგცემს, მაგრამ თუ მენტალიტეტზე ვილაპარაკებთ, მესი და კრიშტიანო რონალდო… აი, რატომ განსხვავდებიან ისინი დანარჩენებისგან.
დღეს მესის მსგავსი ოსტატობა არავის აქვს. კრიშტიანომ ყველა დანარჩენს თავისი მენტალიტეტით აჯობა. ბევრი თამაშობს რონალდოს მსგავსად, მაგრამ მას აქვს გონება, მას აქვს თავისი ეგო.
ამ ბიჭებმა ყველაფერი გააერთიანეს: ფიზიკური კონდიციები, შესაძლებლობები, ხასიათი, ამბიციები, ეგო და სხვებისგან გამოირჩნენ. ბევრი სხვა ვარჯიშობს მათ მსგავსად და შეიძლება მეტსაც, მაგრამ მათ არ უბიძგებს წინ სხვადასხვაგვარი მოტივაცია.
მესი კარგად ითამაშებს ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე. და არა იმიტომ, რომ ის შეიძლება ბოლო იყოს მის კარიერაში, არამედ იმიტომ, რომ მას ძალიან უნდოდა წინა ჩემპიონატის მოგება, მაგრამ კარგი გუნდი არ ჰყავდა. ახლა კი არგენტინის ნაკრები კარგი გუნდია.