„ბასკონიამ“ ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო, შენგელიამ 12 ქულა გააკეთა [ვიდეო]
„ბასკონიამ“ ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო, შენგელიამ 12 ქულა გააკეთა [ვიდეო]

თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ ევროლიგის გათამაშებაზე, პლიეო-ოფში გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა.

ვიტორიულმა კლუბმა „ბარსელონა“ სტუმრად დაამარცხა და რეგულარული სეზონის დასრულებამდე, ორი ტურით ადრე, მე-8 ადგილი თითქმის გაინაღდა. ბასკონიელთა ქართველმა კაპიტანმა 21 წუთს ითამაშა და ამ დროის განმავლობაში: 12 ქულა, ოთხი მოხსნა და სამი შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

თამაშის საუკეთესო მოთამაშე ვინსენ პუარიე გახდა. ფრანგმა ცენტრმა: 15 ქულა და რვა მოხსნა მიითვალა აქტივში. მესამე მეოთხედის შემდეგ, სტუმრები 63-58 იგებდნენ. მეოთხე პერიოდის საწყის ოთხ წუთში „ბასკონიამ“ 14 -0 გაქცევა მოაწყო, რის შემდეგაც თამაშის ბედი საბოლოოდ გადაწყდა.

მატჩის საფინალო ანგარიშია 86-73. მომდევნო ტურში, ბასკური გუნდი პლეი-ოფში მოხვედრის ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს, თელ ავივის „მაკაბის უმასპინძლებს, რომელსაც ამ მომენტისთვის, ორი მოგებით უსწრებს.

იმ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში, „ბასკონია“ მომდევნო ეტაპის საგზურს გაინაღდებს, თუმცა დამარცხების შემთხვევაშიც შანსს შეინარჩუნებს.

გუშინვე, მალაგას „უნიკახამ“ სტუმრად გერმანულ „ბროზესთან“ 88-93 წააგო. გიორგი შერმადინს ტრავმის გამო, არ უთამაშია. პირეოსის „ოლიმპიაკოსმა“ კი საკუთარ დარბაზში, სტამბოლის „ეფესი“ 89-82 დაამარცხა.