„ბასკონიამ“ მოსკოვის „ცსკა“-სთან წააგო, შენგელია კვლავ საუკეთესოა
„ბასკონიამ“ მოსკოვის „ცსკა“-სთან წააგო, შენგელია კვლავ საუკეთესოა

საკალათბურთო „ევროლიგის“ მე-15-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ, საკუთარ მოედანზე, მოსკოვის „ცსკას“-ს უმასპინძლა და 81-90 წააგო.

ვიტორიაში გამართული მატჩი თანაბრად მიმდინარეობდა და დასკვნითი მეოთხედის წინ მასპინძლები ორი ქულის სხვაობით ლიდერობდნენ. ბოლო მეოთხედში კი სტუმრებმა დამაჯერებელი კალათბურთი აჩვენეს და 10-წუთიანი მონაკვეთი 20-9 მოიგეს.

ბასკონიელთა ქართველმა კაპიტანმა საკუთარ გუნდს კვლავ ულიდერა. შენგელიას ანგარიშზე 20 ქულა და 13 მოხსნა დაფიქსირდა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 33 გახლდათ, რაც ბასკური კლუბის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელია.

„ცსკა“-ს შემადგენლობაში სერხიო როდრიგესი გამოირჩა. ესპანელი გამთამაშებლის მონაგარმა 26 ქულა რვა პასი და ექვსი მოხსნა შეადგინა.

ამ გამარჯვების შემდეგ, რუსული გუნდი გათამაშების ლიდერია. „ბასკონია“ კი მე-9-ე ადგილზე იმყოფება. პედრო მარტინესის გუნდი მომდევნო მატჩს, 5 იანვარს, სტამბოლის „ფენერბახჩეს“ წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს.