„ლიგა ენდესას“ მე-3 ტურში ერთმანეთს თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ და ბექა ბურჯანაძის გიპუსკოა დაუპირისპირდნენ.
„ბასკონიას“ შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი კალათბურთელი, მეტ ჯენინგიც ირჯებოდა.
თორნიკე შენგელია, როგორც ყოველთვის, პარკეტზე კვლავ ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მის ანგარიშზე 13 ქულა, 5 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი იყო. კარგად ითამაშა მეტ ჯენინგმაც, რომელმაც 5 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა.
ახლად ტრავმა მოშუშებული ბექა ბურჯანაძე საუკეთესო ფორმაში ჯერ-ჯერობით ვერ შევიდა. მის ანგარიშზე მხოლოდ 4 ქულაა.
„ბასკონია“ „ლიგა ენდესას“ სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს. „გიპუსკოა“ კი ბოლო ადგილზეა.