ბასკეთის ნაკრებმა პანამასთან ითამაშა
ბასკეთის და პანამის ნაკრებების ამხანაგური დაპირისპირება უგოლო ფრით დასრულდა – 0:0. ბასკების შემადგენლობის უმეტეს ნაწილს ბილბაოს „ატლეტიკის“ ფეხბურთელები წარმოადგენდნენ. მათ შორის იყო 38 წლის არიც ადურისიც, ასევე „რეალ სოსიედადის“ მოთამაშეები.
მათ 69 წლის ხავიერ კლემენტე თავკაცობს. ეს მატჩი ფიფაში არ დარეგისტრირდება, რადგანაც ბასკეთის ფეხბურთის ფედერაცია არ არის ოფიციალურად აღიარებული.