სამშაბათს, მაიამის მასტერსზე მერვედფინალები იწყება. ამ ეტაპზე ითამაშებს ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილიც. მისი მატჩი 18 წლის კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმთან თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
კანადელმა ამ ტურნირზე უკვე ხუთი მატჩის მოგება მოასწრო – გაიარა კვალიფიკაციის ორი რაუნდი, ძირითად ბადეში კი დაამარცხა რუუდი (ნორვეგია), ფუჩოვიჩი (უნგრეთი) და ჰურკაში (პოლონეთი). საერთოდ, ოჟე-ალიასიმს ბოლო 15 მატჩში 11 მოგება აქვს და ამ სეზონში რიო-და-ჟანეიროს ფინალში ითამაშა.
1/8 ფინალში ერთმანეთს ხვდებიან:
ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ბაუტისტა აგუტი (ესპ, 22)
ედმუნდი (ბრიტ, 19)-ისნერი (აშშ, 7)
ოჟე-ალიასიმი (კან)-ბასილაშვილი (საქ, 17)
ჩორიჩი (ხორ, 11)-კირგიოსი (ავსტრა, 27)
ანდერსონი (ს. აფრ, 6)-ტომპსონი (ავსტრა)
მედვედევი (რუს, 13)-ფედერერი (შვეიც, 1)
ციციპასი (საბ, 8)-შაპოვალოვი (კან, 20)
გოფენი (ბელ, 18)-ტიაფო (აშშ, 28)