ინდიან უელსის „მასტერსის“ დასრულების შემდეგ, ATP-მ მამაკაც ჩოგბურთელთა ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა.
გრძელდება ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ვარდნა კლასიფიკაციაში. იანვარში, ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ, ბასილაშვილი ახლოს იყო TOP50-ში შესვლასთან, ახლა კი, ზედიზედ მეშვიდე მარცხის შემდეგ, ქართველმა ექვსი პოზიცია დაკარგა და 89-ე ადგილზეა.
ბასილაშვილის მომდევნო ტურნირი იქნება – მაიამის „მასტერსი“, რომელიც 21 მარტს დაიწყება.
რაც შეეხება ATP-ის კლასიფიკაციის ტოპათეულს, ის ასე გამოიყურება:
1(1). როჯერ ფედერერი (შვეიც) – 9 660
2(2). რაფაელ ნადალი (ესპ) – 9 370
3(3). მარინ ჩილიჩი (ხორ) – 4 905
4(4). გრიგორ დიმიტროვი (ბულ) – 4 600
5(5). ალესანდრ ზვერევი (გერ) – 4 505
6(8). ხ-მ. დელ პოტრო (არგ) – 4 155
7(6). დომინიკ ტიმი (ავსტრია) – 3 675
8(9). კევინ ანდერსონი (ს. აფრ) – 3 235
9(7). დავიდ გოფენი (ბელ) – 3 190
10(12). ლუკა პუიე (საფ) – 2 420