ბასილაშვილმა უიმბლდონი დაასრულა
ბასილაშვილმა უიმბლდონი დაასრულა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველივე წრეში დაასრულა გამოსვლა უიმბლდონზე. მან თითქმის უშანსოდ დათმო შეხვედრა ფრანგ ჟილ სიმონთან – საათსა და 43 წუთში სამ სეტში დამარცხდა – 1:6, 6:7(5), 1:6.

პირველ და მესამე სეტებში ბასილაშვილმა საერთოდ ვერ გაუწია წინააღმდეგობა ფრანგს – ორივე პარტიაში სიმონი სამ-სამ ბრეიკს იღებდა. აღსანიშნავია, რომ ამ სეტებში ქართველს არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ ჰქონია.

ბრძოლა მხოლოდ მეორე სეტში იყო და იქ ბასილაშვილს მოგების კარგი შანსი ჰქონდა – ორჯერ დაწინაურდა ბრეიკით, 6:5-ზე მატჩზე აწვდიდა, მაგრამ სიმონმა შეძლო სეტის ტაი-ბრეიკში გადაყვანა და იქ 7:5 მოგება.

ბასილაშვილმა ძალიან ცუდად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე – პირველი მოწოდებით ქულების 50 პროცენტი აიღო, მეორეთი – 40. მეტოქეს ბრეიკ-პოინტის 13 შანსი მისცა და რვაჯერ დათმო საკუთარი გეიმი.

სამწუხაროდ, ბასილაშვილისთვის უიმბლდონი დასრულებულია, რადგან ქართველი არ არის კაცების წყვილების ბადეში.