პეკინში, ATP-ის „500“ კატეგორიის ტურნირმა აიღო სტარტი, რომლის პირველ წრეში ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკელ ჯეკ სოკს ხვდებოდა.
შეხვედრა მარათონული გამოდგა და ბასილაშვილმა დაძაბულ ბრძოლაში სამ სეტში გაიმარჯვა. ქართველი თითქმის მთელი მატჩი ინიციატივას ფლობდა და ერთადერთი, პირველი სეტის ტაი-ბრეიკი ჩააგდო. პირველ პარტიაში მხოლოდ ბასილაშვილს ჰქონდა ბრეიკ-პოინტები, მაგრამ ხუთი შანსი ვერ გამოიყენა. ტაი-ბრეიკზე ნიკამ 6:8 წააგო.
მეორე სეტში ბასილაშვილმა მეოთხე გეიმში პირველი ბრეიკი შეასრულა, თუმცა, იქვე დათმო საკუთარი მოწოდება. აქაც საქმე ტაი-ბრეიკამდე მიდიოდა, მაგრამ მე-12 გეიმში ქართველმა კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.
მესამე პარტიაში თავდაპრველად თანაბარი ბრძოლის შემდეგ, ბასილაშვილმა 2:2-ზე ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო და მერვედფინალში გავიდა, სადაც ესპანელ ფერნანდო ვერდასკოს შეხვდება. ამ უკანასკნელმა, თავის მხრივ, გაელ მონფილს მოუგო სამ სეტში.