ბასილაშვილმა ორ სეტში ოთხი გეიმი აიღო და მაიამის „მასტერსს“ გამოეთიშა #1TVSPORT
ბასილაშვილმა ორ სეტში ოთხი გეიმი აიღო და მაიამის „მასტერსს“ გამოეთიშა #1TVSPORT

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველივე მატჩის შემდეგ დაასრულა გამოსვლა მაიამის „მასტერსზე“. მან ტურნირის მეორე წრეში თითქმის უშანსოდ წააგო ამერიკელ ჯენსონ ბრუქსბისთან – 3:6, 1:6. შეხვედრა საათსა და 11 წუთში დასრულდა.

პირველ სეტში ბასილაშვილმა ერთი ბრეიკპოინტი მოიპოვა და შანსი ვერ გამოიყენა, თავად კი ორჯერ წააგო საკუთარი მოწოდება.

მეორე სეტში ქართველმა ვერც ერთი საკუთარი გეიმის აღება ვერ შეძლო, ერთადერთი გეიმი კი 0:4-ზე მეტოქის მოწოდებაზე მოიგო.

ბასილაშვილი ძალიან ცუდად თამაშობდა თავის მეორე მოწოდებაზე – 16 გათამაშებიდან მხოლოდ ოთხი ქულა აიღო. ნიკას მთელი მატჩის განმავლობაში ორი ბრეიკპოინტი ჰქონდა და ერთი გამოიყენა, ბრუქსბიმ ხუთიდან ხუთი ბრეიკპოინტის რეალიზება შეძლო.