ბასილაშვილმა ჰამბურგის ფინალის პირველი სეტი მოიგო
ბასილაშვილმა ჰამბურგის ფინალის პირველი სეტი მოიგო

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ATP500-ის კატეგორიის ტურნირის ფინალი მიმდინარეობს, რომელშიც ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი შარშანდელ ტიტულს იცავს რუსი ანდრეი რუბლიოვის წინააღმდეგ. პირველ სეტში ბასილაშვილი ბრეიკით იყო ჩამორჩენილი, მაგრამ შეძლო ორი უკუბრეიკის შესრულება და პარტიის 55 წუთში მოგება – 7:5.

ბასილაშვილი თამაშში მძიმედ შევიდა და მეტოქეს ნაადრევი ბრეიკის შესრულების საშუალება მისცა. ქართველი რეალურად ბრძოლაში მეექვსე გეიმიდან ჩაება, რომელიც მარათონული გამოვიდა – მასში შვიდჯერ იყო ანგარიში „თანაბარი“, რუბლიოვს სამი გეიმბოლი ჰქონდა, ბასილაშვილს ხუთი ბრეიკპოინტი და მან მეხუთე ცდაზე მოახერხა უკუბრეიკის შესრულება.

ამან ქართველ ჩოგბურთელს დამაჯერებლობა და სათამაშო უპირატესობა მოუტანა – მან საკუთარ სამ გეიმში მხოლოდ ორი ქულა დათმო, მეათე გეიმში კი სეტბოლამდე მივიდა, თუმცა, პირველი ცდიდან პარტია ვერ მოიგო. იგივე შანსი მან მე-12 გეიმშიც მიიღო, თანაც სამი და ნიკამ მესამე შანსი ხელიდან არ გაუშვა.