ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაის ტურნირს გამოეთიშა. მსოფლიოს 29-ე ჩოგანს არანაირი შანსი არ ჰქონია გერმანელი იან-ლენარდ შტრუფის წინააღმდეგ. ქართველი 40 წუთში დამარცხდა – 1:6, 0:6.
ბასილაშვილმა მეტოქის გეიმებში ჯამში ექვსი ქულა აიღო. ნიკას საკუთარ მოწოდებაზეც არ მისდიოდა თამაში, მეტოქეს ცხრა ბრეიკ- პოინტის შანსი მისცა და შტრუფმა ხუთჯერ აიღო მეტოქის მოწოდება.
ასე რომ, ბასილაშვილმა ვერ შეძლო შარშანდელი შედეგის გამეორება და მეოთხედფინალში გასვლა და სარეიტინგო ქულებს დაკარგავს.