ბასილაშვილმა ბალახზე პირველი მატჩი უშანსოდ წააგო

01:11, 12.06.2018

ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარუმატებლად დაიწყო ბალახის სეზონი. ქართველმა ჩოგბურთელმა ჰოლანდიის ჰერტოგენბოშის ტურნირზე პირველი წრე წააგო იაპონელ იუიჩი სუგიტასთან, რომელიც მსოფლიოს კლასიფიკაციაში 53-ე ნომერია.

ბასილაშვილი პრაქტიკულად უშანსოდ იყო. პირველ სეტში სუგიტას ოთხი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და მეოთხე ცდაზე მერვე გეიმში აიღო მეტოქის მოწოდება.

იაპონელმა მეორე სეტი ბრეიკით დაიწყო და მხოლოდ ამის შემდეგ, ქართველმა პირველი ბრეიკ-პოინტები გამოიმუშავა მატჩში, მაგრამ სამიდან ვერც ერთი შანსი ვერ გამოიყენა. სუგიტამ კი ბოლოს რიგით მესამე ბრეიკი მიითვალა და ზუსტად ერთ საათში 6:3, 6:2 მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა როლან გაროსზე პირველი რაუნდი ვერ გადალახა და ATP-ის ახალი რეიტინგში 87-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა.

მსგავსი