ბასილაშვილმა ავსტრიის ღია პირველობა ესპანელი პაბლო კარენო-ბუსტას ძლევით გახსნა #1TVSPORT
ბასილაშვილი ვენაში მიმდინარე ტურნირის 1/8 ფინალშია. შეჯიბრების პირველ შეხვედრაში ნიკას მოწინააღმდეგე ესპანელი პაბლო კარენო-ბუსტა იყო, რომელიც ATP-ის რეიტინგში მეთვრამეტეა.
ნიკამ პირველი სეტი 7:5 მოიგო, მეორეში 4:6 დათმო, მესამე სეტში კი, 3:3 შემდეგ მომდევნო სმი გეიმი მოიგო და, როგორც მოგახსენეთ, მერვედფინალში გავიდა.
იქ ბასილაშვილის მეტოქე ავსტრალიელ ალექსეი პოპირინსა და იტალიელი მატეო ბერეტინის შორის გამარჯვებული იქნება.