ბასილაშვილმა ანტალიის ტურნირის ერთეულთა ბადეში მეორე გამარჯვება მოიპოვა
ბასილაშვილმა ანტალიის ტურნირის ერთეულთა ბადეში მეორე გამარჯვება მოიპოვა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ანტალიის ტურნირზე, ერთეულთა თანრიგში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და მეოთხედფინალში გავიდა. ამჯერად, მან თურქი ალტუგ ჩელიკბილეკი დაამარცხა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 309-ე ადგილზე იმყოფება. ბასილაშვილმა მეტოქეს 2 სეტში მოუგო – 7:6, 6:4.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ქართველმა ანტალიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, პირველ წრეში იტალიელ ანდრეა არნაბოლდის სამ სეტში (4:6, 7:5, 6:1) სძლია და 11-მატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა. მეოთხედფინალში ბასილაშვილი ავსტრალიელ ალექს დე მინორს დაუპირისპირდება.

ქართველი ჩოგბურთელი ანტალიაში, წყვილთა თანრიგშიც იღებს მონაწილეობას, სადაც მისი მეწყვილე გერმანელი ანდრე ბეგემანია. ბასილაშვილმა და ბეგემანმა პირველ წრეში თურქი ჩოგბურთელები, უმუტ აკოინი და მერტ ნაცი ტურკერი ორ სეტში – 6:2, 6:3 დაამარცხეს, შემდეგ შეხვედრას კი 10 იანვარს ნიკოლა მეტკიჩისა და მატე პავიჩის წინააღმდეგ გამართავენ.