მორიგი სათამაშო კვირის შემდეგ, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც პოზიცია შეინარჩუნა ნიკოლოზ ბასილაშვილმა – ქართველი ჩოგბურთელი კვლავაც 23-ე ადგილზეა.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა გასულ კვირას შანხაის “მასტერსში” მიიღო მონაწილეობა, ერთი წრე გაიარა, მაგრამ მეორე რაუნდში გერმანელ ალექსანდრ ზვერევთან დამარცხდა.
რაც შეეხება ტოპ-ათეულს, მასში ერთადერთი ცვლილება იყო – ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტურნირის მოგების შემდეგ, როჯერ ფედერერს გადაასწრო და მეორე ადგილზე გადავიდა. სერბს პირველ ადგილზე მყოფ რაფაელ ნადალთან 215 ქულა აშორებს.