გაირკვა ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე მონრეალის „მასტერსის“ მერვედფინალში. ქართველი ჩოგბურთელი მეოთხედფინალში გასასვლელად მესამე ნომრად განთესილ გერმანელს ალექსანდრ ზვერევს შეხვდება. მან ორსეტიან ბრძოლაში დაამარცხა ბრიტანელი კემერონ ნორი – 7:6(4), 6:4. აღსანიშნავია, რომ 22 წლის ზვერევს პირველ პარტიაში ერთი სეტბოლის მოგერიება მოუწია.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ბასილაშვილი და ზვერევი ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ ქართველმა ჩოგბურთელმა სამსეტიან ბრძოლაში მოუგო მეტოქეს.
მეორე დღის შედეგები:
1/32 ფინალი
ჩორიჩი (ხორ,11)-გოიოვჩიკი )გერ) 2:6, 6:1, 7:6(2)
ისნერი (აშშ, 12)-ტომპსონი (ავსტრა) 3:6, 6:3, 7:6(6)
ჩილიჩი (ხორ, 14)-კლანი (აშშ) 6:3, 7:6(7)
პეია (არგ)-გოფენი (ბელ, 15) 6:4, 7:6(4)
ალბოტი (მოლ)-სიმონი (საფ) 6:4, 6:2
ოჟე ალიასიმი (კან)-პოსპიშილი (კან) 6:2, 6:7(3), 7:6(3)
ედმუნდი (ბრიტ)-კირგიოსი (ავსტრა) 6:3, 6:4
ევანსი (ბრიტ)-დე მინორი (ავსტრა) 6:4, 7:6(6)
იურკაში (პოლ)-ფრიტცი (აშშ) 6:3, 7:5
მილმენი (ავსტრა)-ფ. ლოპესი (ესპ) 6:7(4), 7:6(2), 6:3
შვარცმანი (არგ)-ჩეკინატო (იტა) 3:6, 7:6(5), 6:4
1/16 ფინალი
ა. ზვერევი (გერ, 3)-ნორი (ბრიტ) 7:6(4), 6:4
ბასილაშვილი (საქ, 13)-შტრუფი (გერ) 2:6, 6:2, 6:3