ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში ATP-ის 500-ქულიანი ტურნირი სტარტს ხვალ, შვიდ თებერვალს აიღებს. წილისყრის შედეგად გაირკვა საქარველოს პირველი ნომრის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე.
მსოფლიო რეიტინგის 21-ე ჩოგანი როტერდამის ტურნირზე მერვე ნომრად არის განთესილი. პირველ წრეში ნიკოლოზის მეტოქე ამერიკელი მაკენზი მაკდონალდი (56) იქნება.
პირველ შეხვედრაში წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში ბასილაშვილი მეორე წრეში დევიდ გოფინის და ალექს დე მინურის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. როტერდამში პირველ ნომრად ბერძენი სტეფანოს ციციპასია განთესილი.
როტერდამის გათამაშების საპრიზო ფონდი 1,117,900 მილიონი ევროა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო შეხვედრა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP-ის 250-იანი სერიის მონპელიეს ტურნირზე გამართა, სადაც მერვედფინალში მსოფლიო რეიტინგის 152-ე ჩოგანთან, ბოსნია-ჰერცეგოვინის წარმომადგენელ დამირ ძუმჰურთან სამ სეტში 1:6, 7:5, 2:6 დამარცხდა.