ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მორიგ კარიერულ რეკორდს ამყარებს.
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) ახალ რეიტინგში, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდება, ბასილაშვილი მე-17 ადგილზე იქნება, რაც, ჯერჯერობით, მისი კარიერის საუკეთესო შედეგია.
ბასილაშვილმა მაიამის „მასტერსზე“ ორი მატჩი მოიგო და მერვედფინალამდე მიაღწია, რითაც რეიტინგში 65 ქულა დაემატა და ორი საფეხური მოიგო.
მაიამის „მასტერსზე“ შემორჩენილი ჩოგბურთელებიდან ბასილაშვილის გასწრება შეეძლო კანადელ დენის შაპოვალოვს, მაგრამ მან ნახევარფინალი წააგო როჯერ ფედერერთან.