ბასილაშვილი წყვილებში ბრძოლას გამოეთიშა, ერთეულებში მეოთხედფინალი ელის
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი თურქეთში მიმდინარე ტურნირზე წყვილებში, გათამაშებას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა.
ბასილაშვილმა და გერმანელმა ანდრე ბეგემანმა ანტალიის ღია პირველობაზე 1/8 ფინალში თურქებს – უმუტ აკოინსა და მერტ ნაცი ტურკერს 6:2, 6:3 სძლიეს.
მეოთხედფინალში კი პირველ ნომრად განთესილ ხორვატულ დუეტთან (ნიკოლა მეკტიჩი-მატე პავიჩი) დათმეს – 0:6, 1:6.
ერთეულთა თანრიგში ბასილაშვილს 11 იანვარს მეოთხედფინალი ელის. მისი მეტოქე ავსტრალიელი ალექს დე მინორი იქნება.