საქართველოს ნომერი პირველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გასამართ ტურნირზე იასპარეზებს. 29 წლის ქართველი ტურნირზე უკვე დარეგისტრირდა, რომლის საპრიზო ფონდიც 1 550 950 ევროა. ტურნირი 25-31 ოქტომბერს გაიმართება.
როგორც ცნობილია, ნიკოლოზ ბასილაშვილი თამაშს ძირითადი ბადიდან დაიწყებს. ტურნირზე ბევრი ძლიერი ჩოგბურთელი ითამაშებს: სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი), ალექსანდერ ზვერევს (გერმანია), მატეო ბერეტინის (იტალია), კასპერ რუუდს (ნორვეგია), ფელიქს ოჟიე-ალიასიმს (კანადა), ჰუბერტ ჰურკაჩს (პოლონეთი), იანიკ სინერს (იტალია), დიეგო შვარცმანს (არგენტინა), პაბლო კარენო ბუსტას (ესპანეთი), გაელ მონფილსს (საფრანგეთი), გრიგორ დიმიტროვს (ბულგარეთი), ენდი მარის (დიდი ბრიტანეთი) და სხვები ქართველ ჩოგბურთელთან ერთად გათამაშების მოსაგებად იბრძოლებენ.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა წინა კვირაში წარმატებულად იასპარეზა ინდიან უელსის მასტერსზე, სადაც იგი მხოლოდ ფინალურ შეხვედრაში დამარცხდა. ქართველი ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 25-ე პოზიციას იკავებს.