ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრალდებას უარყოფს - ჩემ შესახებ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრალდებას უარყოფს - ჩემ შესახებ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი პრესაში საჩოგბურთო სკანდალთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ მის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.

„ცრუ ინფორმაცია გავრცელდა ჩემს შესახებ გაუგებარ იტალიური ვებგვერდებზე დაყრდნობით. ქართული სპორტული გამოცემებისგან ასეთი სათაურები ძალიან საწყენია“, – წერს ბასილაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩოგბურთში დიდი სკანდალია. გერმანული ტელეარხის, ZDF-ის ჟურნალისტებმა ჩაატარეს გამოძიება, რომლის დროსაც გამოავლინეს დიდი რაოდენობით ჩოგბურთელები, რომლებიც ჩაწყობილ თამაშებში იღებდნენ მონაწილეობას.

წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის უკანონო ფსონებში მონაწილეობაზე ეჭვმიტანილია 135 ჩოგბურთელზე მეტი, ხოლო გამოძიება მოიცავს სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის, ბელგიას, ესპანეთს, საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს. კერძოდ, გამოძიების ფედერალური ბიურო უკვე დაუკავშირდა ბელგიელ გამომძიებლებს ამ საკითხთან დაკავშირებით.

აგრეთვე, გაცნობებთ, რომ იტალიურ და ბრაზილიურ პრესაში გავრცელდა სტატიები, სადაც მთავარ ეჭვმიტანილად სწორედ ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილია დასახელებული.

დატოვე კომენტარი